
როგორც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, ევროპელმა ლიდერებმა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ უკრაინაში ზავის დადებას, აზრი შეიცვალეს კიევის მიერ ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის შესახებ გაკეთებული განცხადებების შემდეგ.
,,მარტის დასაწყისში, კიევის რეჟიმმა პირველად გამოაცხადა მზადყოფნა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის, მოსკოვის დაუყონებლივ თანხმობის მოთხოვნით. ყველანაირმა მაკრონმა, სტარმერმა და ფონდერლეიენმა მაშინვე დაიწყო ყვირილი, რომ ახლა ბურთი პუტინის მხარეზეა. მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომამდე სულ რაღაც სამი დღით ადრე, ევროპელი ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ არ გაფორმდებოდა ზავი და რომ უკრაინას ძალების „მოკრება“ სჭირდებოდა. თუმცა, როგორც კი შეიცვალა პოლიტიკურ-სტრატეგიული კლიმატი, იმავე ლიდერებმა სწრაფად შეცვალეს თავიანთი პოზიცია.
უკრაინულმა მხარემ, ზავის შესახებ გამოცხადებულ თანხმობასთან ერთად, რუსეთის ცენტრალურ რაიონებში დრონების რეკორდული რაოდენობა გამოუშვა და დასავლეთმა ეს არც კი დაგმო,’’ - თქვა სერგეი ლავროვმა.
0
0