
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სასაუბროდ ევროკავშირის ელჩები მიიწვია, მაგრამ მათ უარი განაცხადეს.
„ჩვენ დაგვიგროვდა უამრავი მასალა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირის საელჩოები მოსკოვში, როგორ ემზადებიან ჩვენი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რა მექანიზმები აქვს ჩარევის, რა მხარდამჭერ პროექტებს ქმნიან ჩვენი არასისტემური ოპოზიციონერებისთვის, რისი გაკეთების უფლებაც საელჩოს არ აქვს. ჩვენ, ასეთი ინფორმაციის მოპოვების შემდეგ, მოვიწვიეთ ევროკავშირის ყველა ელჩი, ალბათ კვირანახევრის წინ ჩემთან შეხვედრაზე, რომელზეც მე უბრალოდ მინდოდა, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს, მეთქვა ელჩებისა და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებისთვის, რომ ჩვენ საუკეთესო განზრახვით ვურჩევთ ეს არ გააკეთონ“, - განაცხადა ლავროვმა.
„დაგეგმილ ღონისძიებამდე ორი დღით ადრე, შეხვედრის წინ, მათ გამოგვიგზავნეს ნოტა: „ჩვენ გადავწყვიტეთ არ მოსვსულიყავით“. წარმოგიდგენიათ, დიპლომატიურ დონეზე ქვეყნებთან ურთიერთობა, რომელთა ელჩებს ეშინიათ მისვლა, შეხვედრა იმ ქვეყნის მინისტრთან, სადაც ისინი აკრედიტებულები არიან, სად უნახავთ ეს?“ - განაცხადა მან მსოფლიო ახალგაზრდული ფესტივალის სესიაზე გამოსვლისას.
0
0