22/06/2022
15:33
პოლიტიკა
ჩვენი ევროპელი მეგობრებსგან მოვისმინე, რომ მათი მთავარი მოტივაცია იქნებოდა სწორედ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიხილეთ, რაც ძალიან გულდასაწყვეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული განცხადება პარლამენტში, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.
„ჩვენ ყველას გვქონდა მოლოდინი, რომ ასოცირებული ტრიოდან თუ ვინმე იმსახურებდა, არა როგორ ემოციების დონეზე, არა მხოლოდ რაღაც აღქმების დონეზე, არამედ რეალური გაკეთებული საქმის მიხედვით, და მე მოვისმინე ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ მათი პირველი, მთავარი მოტივაცია იქნებოდა სწორედ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიხილეთ, რაც ძალიან გულდასაწყვეტია, ჩემთვის, ჩვენთვის ყველასთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ მოვისმინეთ ასევე შეფასებები, თურმე საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა არის განსხვავებული, განსხვავებული გეოპოლიტიკური სიტუაციაა, ასევე მოვისმიენთ, რომ უკრაინას მისცეს სტატუსი, რადგან უკრაინა ომშია“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
0
0