
ბუქარესტში დასრულდა 20 და 23 წლამდე ასაკის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი.
ჩემპიონატის დასკვნით დღეს 23 წლამდე ასაკის ქართველი ძალოსნები მედლებისთვის +109კგ წონით კატეგორიაში იბრძოდნენ.
წარმატებით იასპარეზა თორნიკე ტაბატაძემ, რომელმაც ატაცში ოქროს, აკვრაში ვერცხლის და ორჭიდის ჯამში დიდი ოქროს მედალი მოიპოვა.
სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მეორე ქართველმა ძალოსანმა მიხეილ ადამიამ.
თორნიკე ტაბატაძე (საქართველო) - 170კგ (160/165/170) + 202კგ 9192/196/202) = 372კგ
რაგნარ გამლესტოლ ჰოლმი (ნორვეგია) - 160კგ (160/164*/164*) + 204კგ (193/200/204) = 364
მიხეილ ადამია (საქართველო) - 162კგ (151/157/162) + 201კგ (190/195/201) = 363კგ
სულ ქართველმა ძალოსნებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 22 ოქროს, 15 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
მსოფლიო ჩემპიონატზე სამ-სამი ოქროს მედალი მოიპოვეს:
გურამ გიორბელიძემ (U23, 67კგ), საბა ასანიძემ (U20, 81კგ), ნათია გადელიამ (U20, 81კგ) და მარიამ მურღვლიანმა (U20, 87კგ),
ორ-ორი ოქროს მედალი მოიპოვეს:
მარიამ მაისურაძემ (U20, 49კგ ატაცი და ორჭიდი), გერვასი თაბაგარმა (U20, 96კგ, აკვრა და ორჭიდი), ზაზა ლომთაძემ (U23, 109კგ, აკვრა და ორჭიდი), გიგა კირვალიძემ (U20, 109კგ, ატაცი და ორჭიდი) და თორნიკე ტაბატაძემ (U23, +109კგ, ატაცი და ორჭიდი)
სამ-სამი ვერცხლის მედალი აქვთ:
კახი ასანიძეს (U23, 73კგ), თორნიკე გობეჯიშვილს (U20, 96კგ) და გურამ ვეკუას (U20, 102კგ)
ორი ვერცხლის მედალი აქვს ზურაბ მსხალაძეს (U20, 89კგ, აკვრა და ორჭიდი)
თითო-თითო ვერცხლის მედალი მოიპოვეს:
გიგა ოდიკაძემ (U 20, 61კგ, ატაცი), ნიკოლოზ ესართიამ (U20, 81კგ, ატაცი), თორნიკე ლომთაძემ (U20, 96კგ, აკვრა) და თორნიკე ტაბატაძემ (U23, +109კგ, აკვრა)
სამ-სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს:
ბაჩუკი შამილაშვილმა (U 23, 55კგ), არჩილ მალაყმაძემ (U23, 73კგ) და მიხეილ ადამიამ (U23, +109კგ)
თითო-თითო ბრინჯაოს მედალი აქვთ:
გიორგი ხარაზიშვილს (U20, 73კგ, აკვრა), ზურაბ მსხალაძეს (U20, 89კგ, ატაცი) გერვასი თაბაგარს (U20, 96კგ, ატაცი), გიგა კირვალიძეს (U20, 109კგ, აკვრა) და აკაკი ტალახაძეს (U23, 109კგ, ატაცი),
0
0