28/04/2023
19:05
პოლიტიკა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კატრინ კოლონას განცხადებით, ევროპასთან ინტეგრაციის გრძელ გზაზე დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და მედიის თავისუფლება გადამწყვეტი ფაქტორი იქნება.
კატრინ კოლონამ აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
„ჩემს ქვეყანაში და ევროპაში, ევროკავშირში და მის მიღმა, ყველა შეშფოთებული იყო იმით, რაც ხდებოდა საპარლამენტო სესიის დროს. ჩვენ ვნახეთ აქციები და დემონსტრაციები. ჩვენ ღიად ვუჭერდით მხარს იმ ფაქტს, რომ იცავდით თავისუფლებას, დემოკრატიას. ასე რომ, შედეგი არის კარგი. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც გამოხატა მხარდაჭერა მოძრაობის მიმართ, რომელიც იყო განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და საქართველოს მოქალაქეების სპონტანური მოძრაობა. ინტეგრაციის პროცესში, რომელიც შესაძლოა, არის გრძელი გზა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და მედიის თავისუფლება იქნება გადამწყვეტი ფაქტორი. არა მხოლოდ ერთი, არამედ ყველა“, – განაცხადა კატრინ კოლონამ.
0
0