
ევროპის სახელმწიფოებში მოგზაურობის მსურველებისათვის წინასწარი რეგისტრაციის სისტემის დანერგვა კიდევ ერთხელ გადაიდო. როგორც BMG წერს, ევროკავშირის სააგენტომ, რომელიც ბლოკში ციფრული მიმოსვლის სისტემის დანერგვაზეა პასუხისმგებელი, ევროპულ სახელმწიფოებს 19 ოქტომბერს შეატყობინა, რომ ცვლილებების განხორციელებისთვის მეტი დრო სჭირდებათ.
სააგენტოს ცნობით, შესვლა/გამოსვლის ციფრული სისტემა, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეობის არ მქონე პირების ბლოკის ტერიტორიაზე შესვლას აღრიცხავს, 2024 წლის მეორე ნახევრიდან, მოგზაურობის მსურველთათვის ETIAS-ში რეგისტრაციის სისტემა კი 2025 წლის პირველი ნახევრიდან ამოქმედდება.
ETIAS-ის ამოქმედების შემდეგ აპლიკანტები განაცხადის გაკეთებას ონლაინ, ვებგვერდიდან ან აპლიკაციის მეშვეობით შეძლებენ. მომსახურების საფასური 7 ევროთ განისაზღვრება და მისი გადახდა 18-დან 70-წლამდე პირებისთვის სავალდებულო იქნება.
ბლოკის თავდაპირველი მიზანი იყო, რომ ETIAS სისტემა 2023 წლის მაისიდან ამოქმედებულიყო, თუმცა ცვლილებების იმპლემენტაცია გაჭიანურდა და თავდაპირველად 2024, ახლა კი 2025 წლამდე გადაიდო.
0
0
მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ
08/05/2025