
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა: ბელგიაში, ნიდერლანდებში, გერმანიაში, პოლონეთში, ირლანდიის რესპუბლიკასა და დიდ ბრიტანეთში.
ენერგეტიკული ქსელების ასოციაციამ განაცხადა, რომ დაახლოებით 155,000 მომხმარებელი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე სამხრეთ და აღმოსავლეთ ინგლისსა და უელსში.
ოთხ-ოთხი ადამიანი ნიდერლანდებსა და პოლონეთში დაიღუპა, სამი ადამიანი სტიქიას ინგლისში ემსხვერპლა, ორ-ორი კი გერმანიასა და ბელგიაში. ერთ ადამიანს მოგლეჯილი ხე დაეცა ირლანდიაში.
ჩრდილოეთ საფრანგეთში 30-მდე ადამიანი დაშავდა ქარიშხლის და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. გაუქმდა ჩქაროსნული მატარებლები ბელგიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში.
სინოპტიკოსების ცნობით, სველი და ქარიანი ამინდი მომავალ კვირამდე გაგრძელდება.
0
0
32 წელი გუმისთის ბრძოლებიდან
16/03/2025