
საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი სერბეთში - ქვეყნის პირველი პირის და ეროვნული კრების თავმჯდომარის შემდეგ, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა სერბეთის პრემიერთან. მხარეებმა იმსჯელეს ორმხრივ ურთიერთობებზე, თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მეგობარი ჯგუფის შექმნასა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე.
მანამდე, საქართველოს პრეზიდენტს ალექსანდრ ვუჩიჩმა უმასპინძლა. ორმხრივ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ, გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენცია.
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს სხვადასხვა ორგანიზაციებში შეუძლია ჰქონდეს სერბეთის მხარდაჭერის იმედი და პირიქით.
ასევე ალექსანდ ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ საქართველოს უზარმაზარი ზრდის მაჩვენებელი აქვს - "თქვენ იქნებით სამაგალითო მოდელი რეგიონში მომავალი წლისთვის":
"სერბეთს და საქართველოს გააჩნია მჭიდრო ურთიერთობა. წარსულში ჩვენ ამ ურთიერთობის გაღრმავებაზე არ გვიმუშავია. დღეს კი ჩვენ განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. დაწყებული მსოფლიო პოლიტიკური სიტუაციით, გაგრძელებული გეოპოლიტიკური ვითარებით.
ჩვენ მალე დავიწყებთ სტრატეგიულ განხილვებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით სერბეთსა და საქართველოს შორის. საქართველო გადის შავ ზღვაზე, რომელსაც საზღვარი აქვს რუსეთთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან. მარტივად რომ ვთქვა, საქართველო უმნიშვნელოვანესი ადგილია მსოფლიოში. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ურთიერთობები დიდ სახელმწიფოებთან – ჩვენც განვიცდით იმავეს და გვესმის საქართველოს პოზიცია. მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს სხვადასხვა ორგანიზაციებში შეუძლია ჰქონდეს სერბეთის მხარდაჭერის იმედი და პირიქით საქართველოს იმედი შეუძლია სერბეთს ჰქონდეს. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. მათ ქვეყანას აქვს უზარმაზარი ზრდის მაჩვენებელი. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ დემონსტრაციების, აქციების ფოტოები, მაგრამ საქართველო განსაკუთრებით წარმატებულია. ზოგჯერ ამ სურათებმა შეიძლება, ხალხს უბიძგოს პროტესტისკენ, მაგრამ ქვეყანას აქვს 9,4-პროცენტიანი ზრდა. ევროპაში მაჩვენეთ ქვეყანა, რომელიც ასეთი ეკონომიკური ზრდა აქვს. მინდა, მივულოცო საქართველოს, ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს ასეთი საოცარი შედეგები. თქვენ იქნებით სამაგალითო მოდელი რეგიონში მომავალი წლისთვის,"- განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდ ვუჩიჩმა.
0
0