
მრავალი ევროპული ქვეყანა დიდ იმედებს აშშ-ის მოქმედ ვიცე-პრეზიდენტზე კამალა ჰარისზე ამყარებს, რადგან მათ საგარეო პოლიტიკაზე და უსაფრთხოებაზე მისი ხედვა მოსწონთ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
„ევროპა ცდილობს გაერკვეს დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე პოტენციურ დაბრუნების პერსპექტივაში, ამავდროულად ის იმედებს მოქმედ ვიცე-პრეზიდენტზე კამალა ჰარისზე ამყარებს. ჰარისის ხედვა ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე და უსაფრთხოებაზე ბევრ ევროპულ ქვეყანას ხიბლავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჰარისი აშშ-ის გლობალურ საქმეებში მონაწილეობის მომხრეა, მაშინ როდესაც ტრამპი იზოლაციონისტურ პოლიტიკას ემხრობა. კიდევ ერთ დადებით ასპექტად ევროპელებისთვის არის ჰარისის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ფილიპ გორდონი, რომელსაც „ღრმად ესმის ევროპა და მისი სურვილები უსაფრთხოებაში“.
თუმცა, როგორც სააგენტო ევროპელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით აღნიშნავს, ევროპის ქვეყნების მთავრობები მალულად ამერიკის „რესპუბლიკურ“ პარტიასთან ურთიერთობების დალაგებას ცდილობენ, რათა ტრამპთან პოტენციურ კავშირი უზრუნველყონ.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026