
ევროპარლამენტში ვიქტორ ორბანის ჯგუფს მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება" და მატეო სალვინის „ლიგა" უერთდებიან - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი" ავრცელებს.
მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება" (RN) შეუერთდება მზარდ ახალ ალიანსს ევროპარლამენტში, რომელსაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხელმძღვანელობს, - განაცხადა დღეს უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელმა.
ახალი ჯგუფს, სახელწოდებით „ევროპის პატრიოტები", რომელსაც ვიქტორ ორბანის „ფიდესი" ხელმძღვანელობს, ასევე უერთდება იტალიის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ მატეო სალვინის „ლიგა". „ევროპის პატრიოტები" ევროპარლამენტის სიდიდით მესამე ბლოკი გახდება და დაუპირისპირდება „ევროპის სახალხო პარტიას", რომელიც ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევას უჭერს მხარს.
ახალი პოლიტიკური ჯგუფის შესაქმნელად საჭიროა ევროპარლამენტის 23 წევრი, რომლებიც წარმოადგენენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინიმუმ მეოთხედს. ულტრამემარჯვენე „ავსტრიის თავისუფლების პარტია", „ფიდესი" და პოპულისტური ჩეხური პარტია ANO, რომელსაც ანდრეი ბაბიში ხელმძღვანელობს, უკვე შეთანხმდნენ ძალების გაერთიანებაზე. ახალი ალიანსის მიზნებს შორის არის ბრძოლა არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ და ბრიუსელის მიერ წევრი ქვეყნებისთვის მეტი უფლებამოსილების გადაცემა.
0
0
შემოსავლების სამსახურის განცხადება
08/05/2026
საბურთალოზე კაცი მოკლეს
08/05/2026