19/10/2022
16:43
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლეიენის ირგვლივ ხმამაღალი სკანდალი ატყდა, ენერგეტიკული კრიზისის შესახებ კითხვების გარდა, ევროკავშირსა და კოროვირუსული ვაქცინის მწარმოებლებს შორის მრავალმილიარდიანი კონტრაქტების გაფორმების შესახებ გახდა ცნობილი.
რუმინელმა ევროპარლამენტარმა, კრისტიან ტერესმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს მოუწოდა, რაც შეიძლება, მალე გადადგეს. მიზეზი ევროპელი მაღალჩინოსნისა და ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის წარმომადგენლების ფარული მიმოწერა გახდა.
ევროპარლამენტის სხდომაზე პოლიტიკოსმა ფონ დერ ლეიენი ახალი კოროვირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის 4,6 მილიარდ დოზის შეძენაში საჯაროდ დაადანაშაულა, რომლის ღირებულებაა 71 მილიარდი ევროა.
„ეს იმას ნიშნავს, რომ მან ევროკავშირის ყველა მოქალაქისთვის ათი დოზა ვაქცინა იყიდა. ეს კონტრაქტები საზოგადოებისთვის და ევროპარლამენტარებისთვის გასაცნობად ჯერ კიდევ სრულად გამოქვეყნებული არ არის“, - აღნიშნა ტერესმა.
ამის გარდა, ევროპის აუდიტორთა პალატამ ფონ დერ ლაიენისა და Pfizer-ის მიმოწერის გასაჯაროებაზე უარის თქმაში დაადანაშაულა. ევროკომისია იმაზე მიუთითებს, რომ ამ დროისთვის არანაირი მიმოწერა შემონახული არ არის. თუმცა, ტელეკომპანია Euronews-ის ცნობით, ევროპელი ომბუდსმენი, ემილი ო'რეილი მიიჩნევს, რომ Pfizer-ისგან ვაქცინების შესყიდვის შესახებ მოლაპარაკების დეტალები ნებისმიერ შემთხვევაში შემონახული უნდა ყოფილიყო.
უფრო მეტიც, გერმანული გამოცემა Der Spiegel-ის ცნობით, ფონ დერ ლაიენს გერმანიის თავდაცვის მინისტრად ყოფნის პერიოდში, მნიშვნელოვანი SMS-ების წაშლაში ადანაშაულებდნენ.
0
0