20/11/2024
23:08
მსოფლიო
ევროპარლამენტში ევროკომისიის ახალი შემადგენლობის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ „პოლიტიკოს“ მაღალჩინოსნებმა ანონიმურობის დაცვით განუცხადეს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჯერ კიდევ სექტემბერში თანამდებობაზე ექვსი აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი წარადგინა: ტერეზა რიბერა ესპანეთიდან, ჰენა ვირკკუნენი ფინეთიდან, სტეფან სეჟურნე საფრანგეთიდან, კაია კალასი ესტონეთიდან, როქსანა მინზატუ რუმინეთიდან და რაფაელე ფიტო იტალიიდან. შემოწმების პროცესი შეჩერებული იყო ექვსივე ვიცე-პრეზიდენტისთვის და ოლივერ ვარჰეისთვის.
მათ თანამდებობაზე დანიშვნას მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტია“, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსები ეწინააღმდეგებოდნენ. სოციალისტებისა და დემოკრატების გუნდი უკმაყოფილო იყო იმის გამო, რომ იტალიის მემარჯვენე კანდიდატ ფიტოს მაღალი პოზიცია ჰქონდა მინიჭებული, ხოლო მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტია“ ეჭვქვეშ აყენებდა ესპანეთის კანდიდატ რიბერას შესაბამისობას. სწორედ ამ მიზეზის გამო ვერ მოხერხდა ევროკომისიის შემადგენლობის დამტკიცება.
ევროპარლამენტის კომიტეტებში კანდიდატების მოსმენა 4-12 ნოემბერს გაიმართა.
ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენის ახალი გუნდი საქმიანობას დეკემბრიდან შეუდგება.
0
0