
ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტის მნიშვნელობას დავაკნინებდი, რადგან ეს ჯერ პროექტია და არავინ იცის, როგორი საბოლოო სახე ექნება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ ,,რადიო სივრცის" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციებს მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების წონა აქვს და აღსრულების არანაირი მექანიზმი იქ არ დევს, ასეთი მექანიზმი მხოლოდ ევროკომისიას აქვს.
„ზოგადად ასეთი პროექტები,თან ევროპარლამენტში მნიშვნელობით არ არის ისეთი, როგორიც შეიძლება აწყობდეს “ქართულ ოცნებას“ რომ წარმოაჩინოს. ჯერ ერთი, რომ ეს მხოლოდ პროექტია და საბოლოო სახე კაცმა არ იცის რა ექნება და მეორე, უნდა გვესმოდეს ევროკავშირის შიდა ძალაუფლების სტრუქტურ.ა ევროპარლამენტი,სადაც 600-ზე მეტი დეპუტატია არის უაღრესად ეკლექტური ორგანო,რომელსაც პირდაპირი ძალაუფლების ბერკეტი არ გააჩნია. მის რეზოლუციებს აქვს ხოლმე მხოლოდ პოლიტიკური განცხადების ძალა, რომელიც შემდეგ სარეკომენდაციოდ შეიძლება მიიღოს ევროკომისიამ,მაგრამ აღსრულების მექანიზმი მხოლოდ ევროკომისიას აქვს, რომელიც ასე ვთქვათ ევროპარლამენტის მთავრობაა. ევროკავშირის წევრი ქვეყნები აკომპლექტებენ ევროპარლამენტს, მაგრამ მთავრობები აკომპლექტებენ ევროკავშირის მთავრობას,ასე რომ პირდაპირი ბმა რომ საქართველოში პარლამენტმა რომ კანონი მიიღოს, რომელიც მთავრობისთვის აღსასრულებლად სავალდებულოა ეგეთი რამ არ არსებობს. ამიტომ, არ გამოგვივიდეს ისე, თითქოს ეს რეკომენდაცია თუ რეზოლუცია გახდება ყველა ამ რეზოლუციას ეთანხმება და ასე ფიქრობს მთელი ევროპა. საქართველოს პარლამენტშიც შეგიძლიათ სხვადასხვა კანონპროექტების ნახვა,რომლებიბც თავის დროზე სხვადასხვა დეპუტატებს შემოუტანიათ, ზოგი სრულად გიჟური პროექტიც კი, ასე რომ არ განვიხილოთ ისე, თითქოს მთელი ევროპა ასე ფიქრობს.“
14-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი მოამზადა, რომელშიც საქართველოსადმი სხვა მოთხოვნებთან ერთად მოყვანილია: სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ივანიშვილისა და სხვა პირების სანქცირება, სააკაშვილის გათავისუფლება, ოჯახურ ღირებულებათა კანონის გაწვევა. პროექტის სახელწოდებაა „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ“.
0
0