22/06/2022
14:10
პოლიტიკა
ევროპარლამენტის რეზოლუცია არ არის ის დოკუმენტი, რომლითაც ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ, რადგან ეს არის ევროპარლამენტი და არა აღმასრულებელი სტრუქტურა. აღმასრულებელი სტრუქტურა როდესაც აქვეყნებს დოკუმენტს, ის პასუხს აგებს ბიუროკრატიულად იქ არსებულ ჩანაწერებზე, განსხვავებით ევროპარლამენტისგან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ შინაარსზე. შინაარსში რა არის? რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, წელიწადნახევრის წინ მან მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკან წასვლის შესახებ და ამ პირობას იცავს ბოლომდე. არც ერთი ფაქტი არ არსებობს იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი რაიმე ფორმით ჩაერია პოლიტიკაში ან მედიის ცხოვრებაში“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციამ ნეგარიური ფონი შეუმზადა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მოგვიანებით ევროკომისიასა და ევროსაბჭოს უნდა მიეღოთ.
0
0