
„ისტორიის ეს ბნელი მომენტი განსაკუთრებულ საერთაშორისო რეაგირებას საჭიროებს. რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე გაუმართლებელი, უკანონოა და წარმოადგენს საფრთხეს არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთელი მსოფლიოს დემოკრატიული წესრიგისთვის. სუვერენულ ქვეყანაზე ეს თავდასხმა არ ყოფილა პროვოცირებული, ეს არის თავდასხმა, რომელსაც ევროპა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები წინ უნდა აღუდგნენ და აღუდგებიან ერთად და სიმტკიცით. ჩემი ყველა ფიქრით უკრაინელ ხალხთან ვარ. ჩვენ პასუხს ვაგებინებთ კრემლს“, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
0
0
32 წელი გუმისთის ბრძოლებიდან
16/03/2025