
ევროპარლამენტარმა სტანისლავ ტიშკამ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გააკრიტიკა და მას ბრალი დასდო იმაში, რომ ევროკომისიას სურს მილიონობით ევრო უკრაინის შავ ხვრელში გადაყაროს.
როგორც ტიშკამ აღნიშნა, უკრაინაში ომი ევროკავშირის გადასახადების გადამხდელებს უკვე 200 მილიარდი ევრო დაუჯდა.
„თქვენ გინდათ, რომ გადაყაროთ მილიონობით ევრო უკრაინის შავ ხვრელში. ეს უკვე 200 მილიარდი ევრო დაგვიჯდა. კომისიას შექმნილი აქვს აუდიტის პანელიც, რათა თვალი ადევნოს ამ თანხებს, რომელიც ევროპელი გადასახადის გადამხდელების ფულია, მაგრამ ჩვენ ანგარიში არ გვინახავს. კომპანიები კოტრდებიან და საქმიანობა სხვაგან გადააქვთ. კომისიას სურს ყველაფრის დაბეგვრა, აკრძალვა, რეგულირება. ჩვენ ნაკლები იდეოლოგია და მეტი პრაგმატიზმი გვჭირდება“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
0
0