
ევროკავშირი ცდილობს, ახალი ფრონტი გახსნას რუსეთის წინააღმდეგ და მზად არის, ისევე, როგორც უკრაინელების შემთხვევაში, ქართველები ცეცხლში გააგზავნოს, რითაც განადგურდება ნდობის უკანასკნელი ნაწილიც კი, - განაცხადა ევროპარლამენტის სხდომაზე საქართველოში დემოკრატიული სიტუაციის თემაზე დებატების დროს ევროპარლამენტარმა რუთ ფირმენიხმა.
გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიზანი საქართველოში „რეჟიმის შეცვლაა“.
„რა მოხდებოდა ბრიუსელში, თუ დემონსტრანტთა ჯგუფი ძალადობრივად შეიჭრებოდა მთავრობის შტაბ ბინაში? როგორ იმოქმედებდით, თუ ყოფილი მმართველი პარტიის პოლიტიკოსები თითოეულ პოლიციელს 200 000 დოლარს დაჰპირდებოდნენ, რომ არ დაემორჩილონ ბრძანებებს? სწორედ ეს მოხდა თბილისში და ამ დარბაზში ამას ზეიმობენ. ეს წარმოუდგენელია. ევროკავშირი ორმაგ სტანდარტებს იყენებს საქართველოს მიმართ და ეს ყველაფერი ეჭვს იწვევს, ეს არ ეხება სამართლის უზენაესობას, დემოკრატიას თუ ადამიანის უფლებებს. ეს უბრალოდ და მარტივად გეოპოლიტიკური მიზეზებია. მიზანია რეჟიმის შეცვლა საქართველოში.
ევროკავშირი ცდილობს, ახალი ფრონტი გახსნას რუსეთის წინააღმდეგ და მზად არის, ისევე, როგორც უკრაინელების შემთხვევაში, ქართველები ცეცხლში გააგზავნოს, რითაც განადგურდება ნდობის უკანასკნელი ნაწილიც კი. ისინი, ვისაც დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობას სწამს, დიპლომატიას მიმართავდა და არა რეჟიმის შეცვლას”, - განაცხადა რუთ ფირმენიხმა.
1
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
18/12/2025