
ევროპარლამენტარი მიხაელ ფონ დერ შულენბორგი აცხადებს, რომ თუ ევროკავშირი სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევას და იმპერიის მშენებლობის მცდელობას განაგრძობს, ის კრახით დაასრულებს.
ცენტრალური ევროპის კვლევითი და საგანმანათლებლო ცენტრის MCC Brussels-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, გერმანელმა ევროპარლამენტარმა ევროკავშირის მიერ უცხო ქვეყნებში ჩარევის მაგალითად საქართველო მოიყვანა.
ფონ დერ შულენბორგის თქმით, ბრიუსელი საქართველოსგან დაჟინებით მოითხოვს ისეთი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებას, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის არაგონივრული იქნება.
„ძალიან მაშფოთებს ის ფაქტი, რომ ევროკავშირში ვცდილობთ იმპერიის შექმნას. ეს არასდროს მოხდება. ასეთი ოცნებები იმსხვრევა, განსაკუთრებით კი უკრაინის ომის გამო, რომელსაც ვაგებთ, და რომელიც ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესებში საერთოდ არ შედის. იმპერიის მშენებლობამ შექმნა ვითარება, სადაც პატარა სახელმწიფოები როლს ვეღარ ასრულებენ. აუცილებელია სუვერენიტეტთა თანასწორობა. ყველა სახელმწიფო უნდა იყოს თანასწორი. დაუშვებელია სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. ახლახან მქონდა მსჯელობა საქართველოზე, სადაც ევროკავშირი დაჟინებით მოითხოვს, რომ მათ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა მიიღონ, რაც საქართველოს გეოპოლიტიკური გადმოსახედიდან აზრს მოკლებულია. ასევე აზრს მოკლებულია უნგრეთისთვისაც. თუ ასე განვაგრძობთ, ევროკავშირი კრახით დაასრულებს. ასევე გამოვეცით სამართლებრივი ანგარიში ევროკავშირის მიერ ინდივიდების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე და აღმოვაჩინეთ, რომ ისინი ევროკავშირის კანონებსაც ეწინააღმდეგება და საერთაშორისო სამართალსაც. ძალაუფლების ასეთი ცენტრალიზაციით ევროკავშირი მონსტრს დაემსგავსა, რომელიც თავის ფორმას იძენს და საკუთარ კანონებსაც აღარ იცავს“, - თქვა ევროპარლამენტარმა.
0
0