
„ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებულმა პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაცხადა გეგმა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს ხმის მიცემის უფლება შეუზღუდონ, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, – ამის შესახებ პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა წერს.
მისი თქმით, 2024 წლის არჩევნებმა აჩვენა, რომ დიასპორის ხმები დამოუკიდებელია, ახლა კი მათი გაჩუმება სურთ.
„ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებულმა პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაცხადა გეგმა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს ხმის მიცემის უფლება შეუზღუდონ. ეს ნაბიჯი ოპოზიციონერ ამომრჩევლების წინააღმდეგაა მიმართული, ძირს უთხრის დემოკრატიას და იმეორებს პრორუსულ ავტორიტარულ ტაქტიკას. 2024 წლის არჩევნებმა აჩვენა, რომ დიასპორის ხმები დამოუკიდებელია – ახლა კი მათი გაჩუმება სურთ. ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს. სირცხვილია, იყო რუსეთის სატელიტი“, – წერს ევროპარლამენტარი.
არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ერთადერთი პირობა იქნება ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ხმის მიცემა.
0
0