
თავისი ახალი სტრატეგიული დოკუმენტით, ტრამპმა ცხადყო - ის ჰიბრიდულ ომს აწარმოებს ევროპის წინააღმდეგ, - განაცხადა ევროპარლამენტის ავსტრიელმა წევრმა, ჰელმუტ ბრანდშტეტერმა.
„უკიდურეს მემარჯვენეებთან ერთად, მას ევროკავშირის დაცემა სურს. ჩვენ ამის ნაცვლად ვირჩევთ ძლიერ, ერთიან ევროპას“, - განაცხადა მან.
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის თანახმად, კონტინენტურმა ევროპამ დაკარგა წილი გლობალურ მშპ-ში, მაგრამ ამ ეკონომიკურ დაღმასვლას ჩრდილავს ცივილიზაციური წაშლის რეალური და უფრო მწვავე პერსპექტივა.
როგორც თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, ევროპის წინაშე მდგარი უფრო დიდი საკითხები მოიცავს ევროკავშირისა და სხვა ტრანსნაციონალური ორგანოების საქმიანობას, რომლებიც ძირს უთხრის პოლიტიკურ თავისუფლებასა და სუვერენიტეტს.
დოკუმენტის თანახმად, საფრთხეებს შორისაა მიგრაციის პოლიტიკა, სიტყვის თავისუფლების ცენზურა, შობადობის კატასტროფულად დაცემა და ეროვნული იდენტობისა და თავდაჯერებულობის დაკარგვა.
With his new strategy paper, Trump has made it clear: he’s waging a hybrid war on Europe. Together with the far right, he wants to bring down the European Union. We choose a strong, united Europe instead. pic.twitter.com/lrRN69apus
— Helmut Brandstätter MdEP (@HBrandstaetter) December 8, 2025
0
0