
"მე ვიცი, რომ ოთხი ქვეყანა - ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი მოითხოვენ სანქციებს, ისევე როგორც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას "უცხოელი აგენტების" კანონის საპასუხოდ, თუმცა ვიცი, რომ მათ უმრავლესობის მხარდაჭერა არ აქვთ." - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ "მთავარ არხთან" საუბარში განაცხადა.
დეპუტატი იმედოვნებს, რომ “საბჭო ივლისში გაუგზავნის ძალიან ძლიერ სიგნალს საქართველოს მთავრობა”.
"{მე იმედი მაქვს, რომ საბჭო ივლისში გაუგზავნის ძალიან ძლიერ სიგნალს საქართველოს მთავრობას და გარკვეულ ზომებს გაატარებს კიდეც. მე ვფიქრობ, რომ მიზნობრივი სანქციები არის ერთ-ერთი მეთოდი. საერთოდ, ვთვლი, რომ შემაშფოთებელი არის არა მხოლოდ "უცხოელი აგენტების" კანონი, არამედ ასევე კანონი საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ, რაც ფაქტობრივად რუს ოლიგარქებს მისცემს საშუალებას, გაექცნენ სანქციებს. ასე რომ, ეს კანონები აჩვენებენ ძალიან შემაშფოთებელ ტენდენციას და იმას, რომ საქართველო რუსეთისკენ იხრება. ალბათ ასევე იმას დავამატებ, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილება არის დემოკრატიის მნიშვნელოვანი დაღმასვლა, რადგან ვენეციის კომისია ამბობს, რომ ასეთი ხშირი ცვლილება საარჩევნო კოდექსში საფრთხეს უქმნის და აზიანებს საარჩევნო პროცესის სანდოობას". აცხადებს გრეგოროვა "მთავარ არხთან".
0
0