
საქართველოს შესახებ ეს ანგარიში სამარცხვინოა, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ანდრაშ ლასლომ.
„სამარცხვინოა ევროპარლამენტისთვის. ეს ანგარიში არ არის არც ევროპული და არც დემოკრატიული თავისი ბუნებით. ცხადია, რომ ევროპარლამენტის უმრავლესობას სურს მარიონეტული მთავრობის ხილვა საქართველოში. და ვიდრე ეს მოხდება, ევროკავშირი მიზანმიმართულად მუშაობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გამწვავებაზე. ზუსტად ამას ემსახურება ეს ანგარიში. ევროპარლამენტს სურს ქართველებს უთხრას, ვინ უნდა ჰყავდეთ მთავრობაში, როდის და ვინ უნდა მოაწყოს ახალი არჩევნები, ვის შეუძლია ამ არჩევნების მონიტორინგი. ევროპარლამენტს სურს გადაწყვიტოს, ვინ არის რეალური სამოქალაქო საზოგადოება - ისინი, ვინც ფინანსდებოდნენ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ USAID-ის მეშვეობით, რომელიც ახლა ტრამპის ადმინისტრაციამ დახურა. ევროპარლამენტს სურს საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ეს ეროვნული კომპეტენციის საკითხია ევროკავშირის წევრებისთვისაც კი. თქვენ არ უყურებთ საქართველოს როგორც პარტნიორს, თქვენ საქართველოს კოლონიად განიხილავთ. რაც საჭიროა არა სანქციებია, არამედ გულწრფელი დიალოგი, რომელიც პატივს სცემს სუვერენიტეტსა და საქართველოს გეოპოლიტიკურ სიტუაციას“, - დასძინა მან.
0
0