24/04/2023
14:33
პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ არ აქვს მოლოდინი, ევროპარლამენტარები პოზიციას შეიცვლიან.
მიქანაძის თქმით, ევროპარლამენტარები სავარაუდოდ დუმილს ამჯობინებენ, რაც მიუთითებს, რომ კეზერაშვილი იქნება თუ სააკაშვილის ხელისუფლების სხვა ყოფილი მაღალჩინოსანი, არგუმენტების მიუხედავად, ისინი ამ პროცესში არ ჩაერთვებიან და მაქსიმალურად შეეცდებიან, ეს მიმართულება სხვა საკითხებით გადაფარონ.
„ისინი მხარეს წარმოადგენენ, არ არიან ნეიტრალური, სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების წარმომადგენელთა ლობისტებად არიან ჩამოყალიბებული. ამიტომ, მათი მხრიდან რეაგირების არგაკეთება უკვე ბევრის მთქმელია. ფაქტები მოპოვებულია სწორედ ევროპელი და ქართველი სამართალდამცავების ერთობლივი მუშაობით. მათი მხრიდან წარმოუდგენელია, რომ კითხვები არსებობდეს, რადგან ეს კონკრეტული ფაქტები არგუმენტებითა და მტკიცებულებებით არის გამყარებული. ამიტომ, ევროპარლამენტარები სავარაუდოდ დუმილს ამჯობინებენ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კეზერაშვილი იქნება თუ სააკაშვილის ხელისუფლების სხვა ყოფილი მაღალჩინოსანი, არგუმენტების მიუხედავად, ისინი ამ პროცესში არ ჩაერთვებიან და მაქსიმალურად შეეცდებიან, ეს მიმართულება სხვა საკითხებით გადაფარონ, რაც სამწუხაროა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ დამოკიდებულებას, მათ მიდგომებს და რეალურ ინტერესებს ქვეყნისა და საზოგადოების მიმართ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024