24/04/2024
12:37
პოლიტიკა
გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გარკვეული ევროპარლამენტარები, მწვალებელთა პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები, როგორ ცდილობენ, ევროკავშირს, ევროპარლამენტს ღირებულებები დაუკარგონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტარები – ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა და ა.შ ცდილობენ, შეურაცხყოფა მიაყენონ ქართულ სახელმწიფოს.
როგორც ზარქუამ განაცხადა, ევროპარლამენტარების სახით საზოგადოებამ დაინახა, მწვალებელთა პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტების განცხადება, სადაც ბოლოს, ყველა ამთავრებდა სიტყვებით – „თავისუფლება პოლიტპატიმარს“.
„ევროპარლამენტარების სახით დავინახეთ, მწვალებელთა პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტების განცხადება, სადაც ბოლოს, ყველა ამთავრებდა სიტყვებით – „თავისუფლება პოლიტპატიმარს“. ვინ არის პოლიტპატიმარი? სააკაშვილი? – აბა ვკლავდით და ვწამლავდით? ჩვენ გპასუხობდით, რომ კონკრეტულ დანაშაულზე იხდის სასჯელს. იკვებოს და კარგად გახდება – აღმოვჩნდით, თუ არა მართლები? თქვენ გახსოვთ, გვამუნათებდნენ, თქვენ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებთ, თუ სააკაშვილს არ გამოუშვებთო – ეს ხალხია ისინი. ისევ დაწერენ რეზოლუციას, შეიკრიბებიან და ჩვენი ქვეყნის დასანქცირებას მოითხოვენ, პატიმარი სააკაშვილის გამოშვებას და ეს თქვენ მიგაჩნიათ მეგობრად? არა და არასდროს იქნებიან ამ ღირებულებების მქონე ევროპარლამენტარები ჩვენი მეგობრები“, – განაცხადა დეპუტატმა.
0
0
მასწავლებელ ლადო აფხაზავას თავს დაესხნენ
05/05/2024