13/12/2022
13:34
პოლიტიკა
“ევროპარლამენტარების განცხადებები მნიშვნელოვანწილად მიკერძოებულია, კორუფციის სკანდალის შემდეგ, რამაც სერიოზული მასშტაბი მიიღო, საკმაოდ შეილახა ევროპარლამენტის ავტორიტეტი”, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილზე ანა ფოტიგას განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ანა ფოტიგას განცხადება მიკერძოებულია და ეჭვს იწვევს.
„ევროპარლამენტარების განცხადებები მნიშვნელოვანწილად არის მიკერძოებული და საერთოდ იმ სკანდალმა, რაც ეხება კორუფციას, საკმაოდ შელახა ევროპარლამენტის ავტორიტეტი. ფოტიგას განცხადება და ის არ არის ერთადერთი, ეჭვს იწვევს ზოგადად ობიექტურობიდან გამომდინარე (აბსოლუტურად პოლიტიკურად მიკერძოებულია) და გარკვეულწილად ლოგიკიდან გამომდინარეც. ასე რომ, დაველოდოთ შედეგებს ერთი მხრივ, გამოძიების და მეორე მხრივ, შევაფასოთ რეალური სიტუაცია და განცხადებების შინაარსი, რომელსაც ეს ადამიანები აკეთებენ,“ - განაცხადა ვოლსკიმ.
კითხვაზე: ხომ არ სურს იმის თქმა, რომ ფოტიგასაც კორუფციასთან აქვს კავშირი, ვოლსკი აცხადებს, რომ ეს არ უთქვამს.
„თქვენ შთაბეჭდილებები რაც დაგრჩათ, ნაკლებად მაინტერესებს. რაც ვთქვი, ის ვთქვი,“ - განაცხადა ვოლსკიმ.
0
0