24/11/2022
15:22
პოლიტიკა
ევროპამ საქართველოს 12 რეკომენდაცია მისცა და ვეცდებით, რომ ეს რეკომენდაციები დეკემბრის ბოლომდე შევასრულოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„12 რეკომენდაციიდან მხოლოდ დეპოლარიზაციაზე ვერ შევძლებთ შედეგის დადებას. თუმცა ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან არის განცხადება გაკეთებული, რომ რეფორმების ჩქარ შესრულებას სჯობს, აქცენტი უფრო ხარისხზე გავაკეთოთ და დროსა და სიჩქარეს მოვუკლოთ ამის ხარჯზე, თუ საჭირო იქნება. რადგან, როგორც ისინი გვეუბნებიან, საქართველოს კანდიდატის სტატუსის განხილვა მომავალი წლის შემოდგომამდე არ იგეგმება. რაც შეგვიძლია, დეკემბრამდე ყველაფერს გავაკეთებთ და ვიმუშავებთ იმისთვის, რომ როცა კანდიდატის სტატუსზე მსჯელობა იქნება, ყველა რეკომენდაცია იყოს შესრულებული“,- განაცხადა დავითულიანმა.
0
0