
ევროპამ არასრულფასოვნების კომპლექსი უნდა დაძლიოს, - ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა პარიზში, თავდაცვისა და სტრატეგიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„აშშ-მა ნათლად განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ მისი მხარდაჭერა თავისთავად განსაზღვრული არ არის და ასევე, ათწლეულების განმავლობაში ევროპის აშშ-ზე დამოკიდებულება არ შეიძლება თავისთავად მოცემულად ჩაითვალოს. სანაცვლოდ, ის უნდა გამოიმუშაო. ასე რომ, ევროპას უსაფრთხოების არქიტექტურის გაძლიერება სჭირდება და ჩვენ ამის გასაკეთებლად ბევრი დრო არ გვაქვს“, - განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, „პუტინმა ნათლად აჩვენა, რომ უკრაინა მის მიერ იმპერიულ წარსულში მოგზაურობის საბოლოო წერტილი არ არის“.
„ის რუსეთის იმპერიის გავლენისა და ტერიტორიის გაფართოების მიზნით თავის აგრესიულ მცდელობებს გააგრძელებს. ჩვენ არასრულფასოვნების კომპლექსი უნდა დავძლიოთ. ჩვენ იმაზე უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე გვგონია და ეს სიძლიერე ჩვენი უსაფრთხოებისთვის დაგვჭირდება“, - აღნიშნა ბრეკელმანსმა.
0
0