
თავდაცვის საკითხებში ევროკომისრის ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ევროპა უნდა მოემზადოს ომებისთვის, რათა მომავალში სამხედრო კონფლიქტები თავიდან აიცილოს.
,,ევროპა უნდა მოემზადოს ომებისთვის, რათა მომავალში თავიდან აიცილოს სამხედრო კონფლიქტები. ჩვენ აშკარა და რეალური საფრთხის წინაშე ვდგავართ, რომელიც არცერთ ჩვენგანს არ უნახავს ცხოვრებაში. ახლა, როგორც არასდროს, ევროპა უნდა მოემზადოს უარესისთვის, რათა ის თავიდან აიცილოს - ჩვენს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განხორციელების შესაძლებლობა. ასეთი მომზადება უარესი მომავლის - რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხის - შეკავების ერთადერთი გზაა", - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, კუბილიუსმა არ განმარტა, კონკრეტულად, რითი ემუქრება რუსეთი ევროპას, თუმცა, მისივე თქმით, აუცილებელია უკრაინის „მხარდაჭერისა და დაცვის“ გაგრძელება, რათა, „ძლიერი ევროპის“ მონაწილეობით, დამყარდეს მშვიდობა ძალის მეშვეობით.
0
0