12/06/2022
15:37
საზოგადოება
"რა უნდათ ჩვენგან [ევროპას]? ჩვენ ხომ ძალით არაფერს არ ვთხოვთ, ვისზე ვართ უკან? ჩვენი სასამართლოც ავიღოთ, ეს სასამართლო ჰო იმ სასამართლოს მემკვიდრეა: ვინც იყვნენ ისინი არიან ისევ. თუ მასე არ მოსწონდათ თავიანთი სასამართლო, აბა, რა გაუკეთეს ჩემს ქვეყანას. 400 000 კაცი გაასამართლეს ჰო მაშინ? და ის იყო სწორი სასამართლო?",- ამის შესახებ, ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა.
რა უნდათ ჩვენგან [ევროპას]? ჩვენ ხომ ძალით არაფერს არ ვთხოვთ, ვისზე ვართ უკან? ჩვენი სასამართლოც ავიღოთ, ეს სასამართლო ჰო იმ სასამართლოს მემკვიდრეა: ვინც იყვნენ ისინი არიან ისევ. თუ მასე არ მოსწონდათ თავიანთი სასამართლო, აბა, რა გაუკეთეს ჩემს ქვეყანას. 400 000 კაცი გაასამართლეს ჰო მაშინ? და ის იყო სწორი სასამართლო? დღეს მაინც შედარებით თავისუფალია სასამართლო, თუმცა გასაკეთებელი სასამართლოშიც ბევრი გვაქვს და ქვეყანაშიც რაც არის, მაგრამ როგორ გავაკეთოთ, როცა ქვეყანაში ასეთი დაპირისპირებულობაა...
ნახევარ პროცენტიანი ლიდერები რომ გამოდიან და ლაპარაკობენ რაღაცებს, ეს ასე, ის ისე. ევროპელებს ვთხოვ, წესიერად მიუდგნენ ამას, შიგნით ძაბავენ სიტუაციას ქვეყანაში. არევით არავის ავარევინებთ ქვეყანას აქ შიგნით. იმის ძალა გვაქვს, რომ რევოლუცია არავის მოვაწყობინოთ...
ჩვენგან რა უნდათ? სანქციები? ძირითად სანქციებზე მიერთებულები ვართ, ხო? ხორბალს და რაღაცას თუ ვიყიდი, ვის ვკითხო? ვინ ეკითხება უკრაინის ხელისუფლებას, ან ევროპის და ან რუსეთის ხელისუფლებას, ვისგან ვიყიდი საჭმელს...
დავფიქრდეთ და მოვიქცეთ ისე, როგორც სწორია. ვუსმენ ხოლმე ჩვენს იმეებსაც და სამარცხვინოა. ეს რა თქვეს და როგორ აბა, ევროპას როგორ დაველაპარაკო, თუ არასწორად იქცევა არ ვეტყვი? ვინ არის, ვისთან რა დამსახურება აქვს ბოლო-ბოლო? ჩვენი სისხლით მოვდივართ საუკუნეებია. ჰოდა კიდევ უნდათ, რომ სისხლში გაგვსვარონ, კიდე რუსეთთან მარტო გვტოვებენ? მაგიც არაა და დავრჩებით, დავრჩებით, რას ვიზამთ ახლა, ძალად ხომ ვერავის ვერაფერს ვერ ეტყვი. თუ ახლა გამყიდე, მერეც გამყიდი, ხო?
ამიტომ დაველოდები გადაწყვეტილებას რა. დაველოდები გადაწყვეტილებას და რა ვიცი, ვუსურვებ იმათ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. უკრაინას და მოლდოვას ვუსურვებ, რომ სტატუსი მიეღოთ. საქართველო, აი, რატომ არ იმსახურებს? გინდ მთავრობა და ოპოზიცია რომ ავიღოთ, მაინც სჯობია იმათ მთავრობებსა და ოპოზიციებსაც. ისინიც იჭერენ პრეზიდენტებს. ისინი, თურმე, სამართლიანად იჭერენ და ჩვენთან კიდევ, ვინ უნდა გადამიწყვიტოს მე, სწორედ იჭერენ თუ არ იჭერენ. თუმცა, არავინ მინდა, რომ ციხეში იყოს, მაგასაც ვაფიქსირებ.
0
0