
იძახეთ ევროპელები ვააართ, ცხვრებივით. ევროპა კი არა, თხლეები ხართ, ჩამპალი წუმპის ბინადრები, სადღაც ევროპა-აზიის გზაგასაყარზე, არც იქით, არც აქეთ… – ამის შესახებ მღვდელმსახურება შეჩერებული დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს.
“არაფრის დაწერა აღარ მინდოდა მიმდინარე ეროვნულ ისტერიაზე, მაგრამ რატომ ხარ ჩუმადო, ერთმა მეგობარმა მითხრა, ქვეყანას ვკარგავთო.
ევროკომისიის დასკვნა საქართველოზე 17 ივნისს უნდა გამოქვეყნდეს და რა აზრი აქვს 20 ივნისის აქციას? ან 16 ივნისის აქციას? სამთავრობო ანტიევროპული რიტორიკის დაწყებისთანავე უნდა დაწყებულიყო უმწვავესი სახალხო პროდასავლური აქციები ყოველდღიურ რეჟიმში. ახლა ყველაფერი ძალიან დაგვიანებულია და ტრაგიკომიკურია. იაქციონერეთ და ისეირნეთ თბილისის ქუჩებში, ქართველებო, ჭკუა თქვენ არ გაქვთ და რაციონალიზმი. თქვენი ელიტები და ისტებლიშმენტი მთლიანად დეგრადირებულია და გახრწნილია.
ვერაფერმა ჭკუა თქვენ ვერ გასწავლათ, ამიტომ ივანიშვილის და შიოლაშვილის ავტოროტარული ოლიგარქიულ-თეოკრატიული მმართველობა დამსახურებულია და ვერც მოიშორებთ ჯერჯერობით და ევროპაც შორიდან დაგიქნევთ ხელს, რა უნდა ქოცისტანს და შიოლასტანს ევროპაში?! იძახეთ ევროპელები ვააართ, ცხვრებივით. ევროპა კი არა, თხლეები ხართ, ჩამპალი წუმპის ბინადრები, სადღაც ევროპა-აზიის გზაგასაყარზე, არც იქით, არც აქეთ…” – წერს დეკანოზი ჭიღლაძე.
0
0