21/01/2026
17:55

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსში სიტყვით გამოსვლის დასაწყისში განაცხადა, რომ მოხარულია ამდენი მეგობრისა და ასევე მტრის წინაშე წარდგომით.
მან ასევე განაცხადა, რომ „თუ აშშ-ში ყველაფერი კარგადაა, მაშინ მთელ მსოფლიოშიც ყველაფერი კარგადაა, ხოლო თუ ცუდად — მაშინ მთელ მსოფლიოში სტაგნაციაა“,
„აშშ პლანეტის ეკონომიკური ძრავაა. როდესაც ამერიკა აღმავლობას განიცდის, მასთან ერთად იზრდება მთელი მსოფლიო. ასე იყო ყოველთვის ისტორიაში. როდესაც ჩვენთან საქმეები ცუდად მიდის — ყველასთვის ცუდი პერიოდი დგება. ჩვენ ან ქვემოთ გექაჩებით, ან ზემოთ მიგიძღვით და თქვენ მოგვყვებით ჩვენ“.- განაცხადა ტრამპმა.
მან ასევე თქვა, რომ უყვარს ევროპა, მაგრამ ის არასწორი მიმართულებით მიდის.
"მე მიყვარს ევროპა, მინდა ვხედავდე, რომ მას ყველაფერი კარგად აქვს, მაგრამ მეშინია, რომ ის არასწორი მიმართულებით მიდის. -ევროპა საკუთარ თავს ანადგურებს, ის ცივილიზაციურ საფუძვლებს ჩამოშორდა - აშშ-ს ძლიერი მოკავშირეები სჭირდება, ამიტომ ევროპა ძლიერი უნდა იყოს;"
0
0