
ალბანეთის პრემიერ-მინისტრის, ედი რამას განცხადებით, ხელოვნური ინტელექტით შექმნილი მინისტრი „დიელა“ ორსულად არის და 83 ბავშვს ელოდება. ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.
ალბანეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, 83 ბავშვი პარლამენტის სოციალისტი წევრების თანაშემწეებად იმუშავებენ.
„პირველად, დიელა ორსულადაა და 83 შვილს ელოდება. თითო შვილი პარლამენტის თითოეული წევრისთვის ასისტენტის ფუნქციას შეასრულებს, ჩანაწერებს გააკეთებს ყველაფერზე, რაც მოხდება და რჩევებს მისცემს. ბავშვებს დედის შესახებ ცოდნა ექნებათ. ყავაზე თუ წახვალთ და დაბრუნება დაგავიწყდებათ, ბავშვი გეტყვით იმას, რაც შეხვედრაზე ითქვა“, – განაცხადა ედი რამამ.
სექტემბერში ალბანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ხელოვნური ინტელექტი მინისტრად დანიშნა. საუბარია ვირტუალურ მინისტრზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საშუალებითაა შექმნილი. ის ყველა საჯარო შესყიდვაზეა პასუხისმგებელი.
0
0