
გამოცემა EURACTIV-თან ინტერვიუში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, დუბრავკა შუიცამ განაცხადა, რომ უცხოური ჩარევის შეზღუდვის შესახებ ევროკომისიის დირექტივის განხორციელების ბუნება წევრი ქვეყნების ლიდერების გადასაწყვეტი იქნება.
12 დეკემბერს, ევროკომისიამ დემოკრატიის დაცვის პაკეტი მიიღო, რომელიც გააძლიერებს გამჭვირვალობასა და მესამე ქვეყნების სახელით ინტერესთა წარმომადგენლობის საქმიანობის დემოკრატიულ ანგარიშვალდებულებას, რაც მიმართულია პოლიტიკაზე, გადაწყვეტილების მიღებასა და დემოკრატიულ სივრცეზე გავლენის მოხდენაზე.
ევროკომისიის წინადადება მოიცავს ისეთ მოთხოვნას, როგორიცაა რეგისტრაცია გამჭვირვალობის რეესტრში. კერძოდ, სუბიექტები, რომლებიც ინტერესებს წარმოადგენენ მესამე ქვეყნის სახელით, უნდა დარეგისტრირდნენ გამჭვირვალობის რეესტრში.
"ვფიქრობთ, რომ ზოგიერთი მათგანი შეიძლება დაფინანსდეს მესამე მხარის ან მესამე ქვეყნების მიერ და გვინდა ვიცოდეთ ვინ, სად და რა მოცულობით აფინანსებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს", - აღნიშნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს ევროკომისიის დირექტივა და განაცხადეს, რომ გამჭვირვალობის შესახებ წესები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საშუალებას მისცემს, გააკონტროლონ და შეზღუდონ მსათი საქმიანობა.
"[ევროკავშირის] წევრ სახელმწიფოებს აქვთ გარკვეული თავისუფლება განხორციელებაში, რადგან ეს არის დირექტივა, მაგრამ ვფიქრობ, ისინი [დირექტივას] არ გამოიყენებენ ბოროტად", - აღნიშნა დუბრავკა შუიცამ.
შუიცამ დასძინა, რომ "ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი დემოკრატია, რადგან რეალობა დღეს ძალიან რთულია, გეოპოლიტიკური სიტუაცია ძალიან რთულია და არის გავლენა სხვადასხვა ქვეყნიდან".
0
0
ელენე ხოშტარია დააკავეს
15/09/2025