
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ორსულობის დროს „პარაცეტომოლის“ გამოყენებასა და აუტიზმს შორის კავშირის მტკიცებულებები არ არსებობს. ამის შესახებ ბრიფინგზე ევროკომისიის პრესსპიკერმა, ევა ჰრნჩიროვამ განაცხადა.
„ევროპის მედიკამენტების სააგენტოს, რომელიც გასცემს ნებართვებს და ახორციელებს მკაცრს კონტროლს ევროპულ ბაზარზე შემავალ ყველა პროდუქტზე, არ აღმოუჩენია ორსულობის დროს პარაცეტომოლის გამოყენებასა და აუტიზმს შორის კავშირის რამე მტკიცებულება“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
მისი თქმით, ევროპის მედიკამენტების სააგენტო და წევრი სახელმწიფოები მონიტორინგს უწევენ ავტორიზებული მედიკამენტების უსაფრთხოებას, რაც ასევე მოიცავს „პარაცეტომოლს“.
„ეს მონიტორინგი არ არის ერთჯერადი, არამედ ეს არის მიღებული მონაცემების მიმდინარე შეფასება. ეს საშუალებას გვაძლევს, საჭიროების შემთხვევაში მივიღოთ ზომები“, – განაცხადეს ევროკომისიაში.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აუტიზმის შემთხვევების ზრდა, შესაძლოა, „ტაილენოლის“ მიღებას უკავშირდებოდეს. პრეპარატი „ტაილენოლი“ ასევე ცნობილია, როგორც „პარაცეტომოლი“.
0
0