29/04/2025
20:43

ევროკომისია ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზის დასადგენად საფუძვლიან გამოძიებას დაიწყებს, – ამის შესახებ ევროკომისარმა დენ იორგენსენმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
იორგენსენის თქმით, ელექტროენერგიის გათიშვა „ევროპაში ბოლო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მძიმეა“.
„მზად ვართ, ყველა შესაძლო გზით დავეხმაროთ ესპანეთსა და პორტუგალიას“, – წერს იორგენსენი.
შეგახსენებთ, გუშინ ესპანეთსა და პორტუგალიაში მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ესპანეთსა და პორტუგალიაში შეჩერდა მატარებლების მოძრაობა, როგორც ადგილობრივი, ასევე საქალაქთაშორისო რეისები. შეჩერებული იყო საჰაერო მიმოსვლაც. ელექტროენერგიის გათიშვის შედეგად ორივე ქვეყანაში გაითიშა შუქნიშნები, რამაც გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამჟამად ორივე ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის სრულად აღდგა, თუმცა ტრანსპორტი კვლავ შეფერხებით მუშაობს.
0
0