
ევროკომისიამ უკრაინასა და მის მეზობელ ევროკავშირის 5 ქვეყანას: პოლონეთს, უნგრეთს, რუმინეთს, სლოვაკეთსა და ბულგარეთს შორის მარცვლეულის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.
ამის შესახებ ევროპული კომისიის ვიცეპრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა საკუთარ Tweeter-ზე ისაუბრა. მან თქვა, რომ მიაღწიეს "პრაქტიკულად შეთანხმებას", თუმცა აღნიშნა, რომ არსებობს თანხმობა მნიშვნელოვან პუნქტებზე.
შეთანხმების მიხედვით: უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტზე დაწესებულ ცალმხრივ შეზღუდვებს გააუქმებს პოლონეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი და უნგრეთი; 4 პროდუქტის: ხორბლის, სიმინდის, რაფსისა და მზესუმზირას მიმართ მიღებული იქნება განსაკუთრებული დაცვის ზომები; პოლონელი, უნგრელი, სლოვაკი, ბულგარელი და რუმინელი ფერმერებისთვის, რომელთაც უკრაინული მარცვლეულის შემოდინების შედეგად ზარალი მიადგათ, გამოიყოფა 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება; უზრუნველყოფილი იქნება გამოძიების ჩატარება, თუ რა გავლენა აქვს სხვა სახის პროდუქტებს, მათ შორის მზესუმზირას ზეთს; უზრუნველყოფილი იქნება სხვა ქვეყნებში მარცვლეულის ექსპორტი სოლიდარობის ხაზის გავლით.
დომბროვსკისს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ზომებს მიიღებენ ხორბლის, სიმინდის, რაფსისა და მზესუმზირას მიმართ.
შეთანხმებას გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და აღნიშნა, რომ შედეგს მიესალმებოდა.
"შეთანხმება, რომელიც ინარჩუნებს უკრაინის ექსპორტის მოცულობას, რათა მსოფლიო გამოიკვებოს და ამავდროულად ჩვენი ფერმერების შემოსავლებსაც". – დაწერა ფონ დერ ლაიენმა.
0
0