
რუსეთს არ აქვს შესაძლებლობა, რომ თავს დაესხას ევროკავშირს დღეს, მაგრამ ის შეიძლება, ამისთვის მომდევნო წლებში მოემზადოს, – ამის შესახებ ევროკავშირის თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებელი პროექტების წარდგენისას ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
წარდგენილი პროექტები ეხება ევროკავშირის გარე საზღვრების განმტკიცებას, უპილოტო საფრენი აპარატებისგან თავდაცვას, საჰაერო თავდაცვის სისტემის განვითარებას და ასევე კოსმოსის სფეროს.
ევროკავშირის წარმომადგენლებმა ღიად მიუთითეს, რომ ეს ინიციატივა მიმართულია რუსეთის შეკავებისკენ, რომელსაც დღეს ევროკავშირისთვის მთავარ საფრთხედ მიიჩნევენ. საფრთხეს ასევე დასახლებულია რუსეთის მოკავშირე ბელარუსიც.
პროექტები წარადგინა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელობას, ბოლო პერიოდის საფრთხეების გათვალისწინებით.
სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდებიან აღნიშნული გეგმის რეალიზაციაზე და პროექტების დაფინანსებაზე.
გეგმის თანახმად ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება 2026 წლის ბოლომდე უნდა მოხდეს, ხოლო 2027 წლის ბოლოსთვის დაგეგმილია დრონებისგან დამცავი ე.წ. კედლის შექმნა. პროექტები ითვალისწინებს ევროკავშირის საზღვრებზე თვალთვალისა და მონიტორინგის დამატებითი სისტემების განლაგება.
„რუსეთს არ აქვს შესაძლებლობა, რომ თავს დაესხას ევროკავშირს დღეს, მაგრამ ის შეიძლება, მოემზადოს ამისთვის მომდევნო წლებში. საფრთხე არსად გაქრება იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინაში ომი დასრულდება. დრონები უკვე ცვლიან საომარი მოქმედებების არსს. დრონებისგან თავდაცვა დღეს უკვე ყველასთვის საჭიროა. დღეს ჩვენ გამოვდივართ ახალი დრონების საწინააღმდეგო სისტემის პროექტით, რომელიც სრულად ამოქმედდება 2027 წლის ბოლომდე“, – ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა.
ევროკომისიის გეგმის მიხედვით, ასევე უნდა შეიქმნას საჰაერო თავდაცვის საშუალებების ინტეგრირებული სისტემა. გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით, ბერლინი ამ პროექტში მთავარი როლს შეასრულებს.
როგორც ვარაუდობენ, აღნიშნული გეგმის შესახებ ევროკავშირის ლიდერები მომდევნო კვირაში დაგეგმილ სამიტზე იმსჯელებენ.
მანამდე ამ ინიციატივების წინააღმდეგ გამოვიდა უნგრეთი.
0
0