
ევროკომისიამ თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა - ამის შესახებ ავსტრიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარინ კნაისლიმ ერთ-ერთ ტელეინტერვიუში განაცხადა.
კნაისლის განცხადებით, ევროკავშირი ერევა იარაღის შესყიდვაში, უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის პოლიტიკაში, რაც მისი უფლებამოსილების მიღმაა.
მისივე თქმით, ფონ დერ ლაიენსა და ფრანგებს შორის დაძაბულობა იზრდება და "დღეს გერმანიიდანაც ბევრი კრიტიკა მოდის".
"ვწუხვარ ევროპელი გადასახადის გადამხდელების გამო: მაღალი გადასახადები, ეფექტური სოციალური და საგანმანათლებლო სისტემის არარსებობა, უსაფრთხოების პრობლემები და ენერგიის გადასახადების მკვეთრი ზრდა", - აცხადებს ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი.
პოლიტიკოსის განმარტებით, ჩრდილოეთ ამერიკის თხევადი ბუნებრივი აირი სრულად ვერ ჩაანაცვლებს რუსულ გაზს.
0
0
ფოთში ავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა
29/07/2025