
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დიდი სისწრაფით ყველა ფუნდამენტურ სფეროში დაშორდა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართევლოს ურთიერთობები ევროკავშირთან, გერმანიასთან ღრმა კრიზისშია, გამოსავლის გასაღები საქართველოშია.
„საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორიდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით ყველა ფუნდამენტურ სფეროში. ურთიერთობები ევროკავშირთან, გერმანიასთან ღრმა კრიზისშია. არ ვარ დარწმუნებული, რომ აქედან გამოსავალი არსებობს. გამოსავლის გასაღები საქართველოშია, მხოლოდ საქართველოში. საქართველოს დამოუკიდებლობიდან ქვეყნის კარგი, საიმედო პარტნიორები ვიყავით. ჩვენ გვინდა, განვაგრძოთ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ საქართველოსაც სურს, იყოს კარგი პარტნიორი ჩვენთვისაც. უვიზო რეჟიმი პრივილეგიაა, რომელიც დამოკიდებულია გარკვეულ პირობებზე და ევროკომისიამ ახლა ჰკითხა საქართველოს – კვლავ სრულდება თუ არა ეს პირობები. ვნახავთ, რა იქნება საქართველოს ხელისუფლების პასუხი და ჩვენ მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.
0
0
"მთავარი არხი" განცხადებას ავრცელებს
16/07/2025