
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმებას უახლოვდება.
,,ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმებას უახლოვდება. [ევროკავშირის წევრები] ნავთობის ფასის ზედა ზღვარს ბარელზე 60 დოლარიდან 47.60 დოლარამდე ამცირებენ. მალტა მთავარი ქვეყანა იყო, რომელიც ხელს უშლიდა შეთანხმების მიღწევას, თუმცა, სლოვაკეთი, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს დათანხმდება ამ გადაწყვეტილებას.
ევროკომისია საქართველოსთვის წერილის გასაგზავნად ემზადება, რომელშიც ქვეყანას გააფრთხილებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლოა უვიზო მიმოსვლა შეაჩეროს. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნები იღებენ და ამისათვის კვალიფიციური უმრავლესობაა საჭირო,’’ - წერს იოზვიაკი X-ზე.
the 🇪🇺 commission is preparing a letter to 🇬🇪 threatening with visa liberalization suspension. ultimately its 🇪🇺 member states that decide on this via a qualified majority
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) July 14, 2025
0
0