-share.jpg)
ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისკენ იხრება - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ოფისის ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ekhokavkaza წერს, ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით იმ შემთხვევაში გამოვა, თუ უახლოესი თვეების განმავლობაში თბილისი არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ქვეყანას ევროკავშირს დააშორებს.
გამოცემის ცნობით, საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ საბოლოო ანგარიში ოქტომბერში გამოქვეყნდება, ხოლო მაისში ბრიუსელი თბილისს შუალედურ შეფასებას წარუდგენს, თუმცა ზეპირსიტყვიერად და დახურულ ფორმატში.
ამასთან, არსებობს მოლოდინი, რომ ოქტომბერში, ასოცირებული ტრიოს ქვეყნების შესახებ მოხსენებების გამოქვეყნების შემდეგ, ევროკომისია უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციას გასცემს.
„ამრიგად, ევროინტეგრაციის პროცესში თბილისი კვლავ მდევრის როლში იქნება კიევთან და კიშინიოვთან“.
როგორც „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი აცხადებს, „აუცილებელი იქნება ორი მნიშვნელოვანი პუნქტის გათვალისწინება“.
გამოცემის ცნობით, თუ ევროკომისია დადებით რეკომენდაციას გაუწევს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ასოციაციის 27 წევრ ქვეყანაზე იქნება, რაც სავარაუდოდ, მიმდინარე წლის დეკემბერში მოხდება.
წყაროს ცნობით, ბრიუსელი გადაწყვეტილების მიღებას ჩქარობს, რისი ერთ-ერთი მიზეზიც 2024 წელს ევროპის პარლამენტში არჩევნები უნდა ჩატარდეს.
0
0