ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს ევროკავშირის ლიდერებს, დაიწყონ მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინის კავშირში გაწევრიანების შესახებ. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ჩვენ მივხვდით, რომ საკმარისი არ არის უბრალოდ დაველოდოთ დასავლეთ ბალკანეთის ჩვენთან დაახლოებას. საკმარისი არ არის უბრალოდ იმის თქმა, რომ კარი ღიაა. ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და ყველანაირად მხარი დავუჭიროთ მათ ჩვენი კავშირის გზაზე“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკავშირის ლიდერები კომისიის რეკომენდაციებს მომავალ კვირას ბრიუსელში სამიტზე განიხილავენ.
„ბოსნიამ და ჰერცეგოვინამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიიღო. გასაწევრიანებლად ქვეყანამ უნდა დაუახლოვოს თავისი კანონები ბლოკის კანონებს და დაამტკიცოს, რომ მისი ინსტიტუტები აკმაყოფილებენ დემოკრატიულ სტანდარტებს. უფრო მეტი პროგრესი მიღწეულია მხოლოდ ერთ წელიწადში, ვიდრე ათწლეულში”, - თქვა ფონ დერ ლეიენმა და აღნიშნა ბოსნიის ”შთამბეჭდავი ნაბიჯები” ამ გზაზე.
0
0