
ევროკომისია ევროკავშირის ელჩებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შინაარსს ამ პარასკევს აცნობებს.
ამის შესახებ Politico-სთვის ოთხი ანონიმი დიპლომატისგან გახდა ცნობილი.
გამოცემის ინფორმაციით, ევროკომისია და ევროკავშირის ქვეყნები ამ კვირაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ პაკეტს ამზადებენ. გერმანიამ უკვე მოითხოვა მასში ატომური ენერგიის ჩართვა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მანამდე განაცხადა, რომ სანქციების შემდეგი პაკეტი ფოკუსირებული იქნება სანქციების გვერდის ავლასა და ხარვეზების წინააღმდეგ ბრძოლაზე.
როგორც ცნობილია, ნებისმიერი სანქციების დაწესებისთვის საჭიროა ევროკავშირის ყველა ქვეყნის თანხმობა. უნგრეთმა მანამდე განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება რუსეთის ატომური ენერგიის ნებისმიერ შეზღუდვას.
არაოფიციალური ინფორმაციით, ლიეტუვამ ევროპელ პარტნიორებს მხარი დაუჭირა სანქციებს რუსეთის ატომური ენერგეტიკის ინდუსტრიის წინააღმდეგ.
0
0