"ევროკავშირთან დაახლოების პროცესი როგორ არის იცი? სურდო არ არის, რომ გადაგედოს, უნდა ისწავლო, შენ თავზე გამოცადო, ჰკითხო", - ამის შესახებ დეპუტატმა ლადო კახაძემ BMG-სთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შრომის უფლებების EU-ს სტანდარტებთან მოსარგებად, საქართველომ სხვა ქვეყნების გამოცდილება უნდა გაითვალისწინოს.
"გაწევრიანების შემდეგ არა მხოლოდ ჩვენები წავლენ სხვაგან სამუშაოდ, სხვებიც ჩამოვლენ ჩვენთან სამუშაოდ. შესაბამისად უნდა დავხვდეთ. ისინი იქ შრომით ურთიერთობას რომ მიჩვეულები არიან, აქ იგივე უნდა დავახვედროთ", - განაცხადა ლადო კახაძემ და აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებამდე დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება უნდა დამკვიდრდეს.
საქართველოში შრომის კოდექსი 2020 წელს შეიცვალა. ლადო კახაძის თქმით, ქართული შრომის კოდექსი მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა. დეპუტატის განცხადებით, კანონის მიღების შემდეგ ბევრი რამ სწორად გაკეთდა, დარჩენილი აცდენების აღმოსაფხვრელად მუშაობა გრძელდება.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში შესვლის შემდეგ, მოქალაქეები ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე სრული შრომითი უფლებებით ისარგებლებენ.
0
0