
ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ქვეყანა უნდა იყოს ეკონომიკურად ძლიერი, დამატებითი ტვირთი არავის სჭირდება - ამის შესახებ რადიო ,,სივრცის“ ეთერში გადაცემა ,,სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ საქართველოს ხელისუფლების მიზანია მაქსიმალურ კეთილდღეობას მიაღწიოს.
,,ევროკავშირთან დაახლოება არ არის დროშის ქნევა რუსთაველზე, ეს ნიშნავს რეგულაციებს მაგალითად ბიზნესისთვის“ - თქვა მახაშვილმა და მაგალითად მანქანების სავალდებულო დაზღვევა მოიყვანა, რომლის განხორციელება მთავრობამ სოციალური ეფექტის გამო გადადო.
მისი განცხადებით, ხელისუფლება გეგმავს რომ ეკონომიკის გაძლიერების პარალელურად მოდმევნო 5 წლის განმავლობაში ევროპული რეგულაციები დანერგოს ყველა სფეროში. თუმცა, დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ევროავშირისკენ სწრაფვის პარალელურად, ევროკავშირიც უნდა იყოს მზად გაფართოებისთვის.
0
0