14/07/2022
13:14
პოლიტიკა
ევროკავშირში თუ ჩაითვლება, რომ საქართველოს ვადა უნდა გადაეწიოს, რათა ევროკავშირში პოზიტიური მოლოდინი აქვთ, რომ ამ ვადაში მოესწროს რეკომენდაციების შესრულება, როგორ შეიძლება, ეს საკითხი მანიპულაციისთვის გამოიყენოს რადიკალურმა ოპოზიციამ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი ანტისახელმწიფოებრივად იქცევა.
„გახსოვთ, პოზიცია გვქონდა, რომ ექვს-თვიანი ვადა არ იყო რელევანტური, რომელიც სტატუსის მისაღებად ქვეყნებს ეძლევათ ხოლმე. შეგვიძლია დავასახელოთ რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც ერთი ან ორ-წლიანი პერიოდი მინიმუმ ჰქონდათ განსაზღვრული სტატუსის მისაღებად. კარგია, რომ ეს საკითხი დადგა ევროკავშირში, რადგან ვადა უნდა იყოს რეალური, რომ ქვეყანამ შეძლოს პირობების მაქსიმალურად შესრულება. ნებისმიერ საკითხი, რაც კი შეიძლება ქვეყნისთვის სასარგებლოდ იყოს გამოყენებული, ცდილობენ, ეს ქვეყნის საწინააღმდეგოდ გამოიყენონ. თუ ევროკავშირში ჩაითვლება, რომ საქართველოს ვადა უნდა გადაეწიოს, რათა ევროკავშირში პოზიტიური მოლოდინი აქვთ, რომ ამ ვადაში მოესწროს რეკომენდაციების შესრულება, როგორ შეიძლება, ეს საკითხი მანიპულაციისთვის გამოიყენოს რადიკალურმა ოპოზიციამ? – საუბარი ხომ არ არის „ქართული ოცნების“ ვადაზე? – საუბარია საქართველოსთან მიმართებით ვადის გადაწევაზე. სუბიექტურად და პოლიტიკურად კარგია ოპოზიციის ასეთი არასწორი და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, რადგან რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ რადიკალური ოპოზიცია არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს, ცხადი ხდება მათი საჯარო განცხადებებიდან. მათი ანტისახელმწიფოებრივი კომენტარებით გვეხმარებიან, მეტი მტკიცებულებების წარმოდგენა არც კი გვჭირდება, რომ ეს ხალხი ნამდვილად ანტისახელმწიფოებრივად იქცევა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ევროკომისიის წარმომადგენელმა, მიხაელ რუპიმ ევროპარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე განაცხადა, რომ არ დააჩქარებენ საქართველოს პოლიტიკურ ელიტას დეპოლარიზაციის მცდელობებში, ამიტომ გაფართოების პაკეტის პრიორიტეტებზე ანგარიშს 2023 წლისთვის მომზადდება.
0
0