
Eurobarometer-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირის მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც „სრულად ეთანხმებიან“ უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების გამოყოფას, საგრძნობლად შემცირდა, თუმცა რესპონდენტთა უმეტესობას ჯერ კიდევ სურს, კიევს „გარკვეული დახმარება გაუწიოს“. ამის შესახებ უკრაინული „უნიანი“ გამოცემა Newsweek-ზე დაყრდნობით წერს.
Eurobarometer-ის მიერ აგვისტოში ჩატარებული კვლევის თანახმად, ევროკავშირის მოქალაქეთა 24% აცხადებს, რომ „სრულად ეთანხმება“ უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდების დაფინანსებას. 2022 წლის აპრილში, ომის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ ასეთ პოლიტიკას „სრულად ეთანხმებოდა“ გამოკითხულთა 33%.
ამავე პერიოდში უკრაინისთვის სამხედრო დაფინანსების გამოყოფის ზოგადი მხარდაჭერის მაჩვენებელი 67%-დან 48%-მდე შემცირდა, ხოლო ამ პოლიტიკის მოწინააღმდეგეთა წილი 26%-დან 34%-მდე გაიზარდა.
Eurobarometer-ის კვლევის ფარგლებში 24-31 აგვისტოს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში 26 514 ადამიანი გამოიკითხა.
0
0