
ანჟეი დუდას განცხადებით, ევროკავშირში ყოველდღიურად მიმდინარეობს მძიმე ბრძოლა ცალკეული ქვეყნების ინტერესებისთვის და ამ ინტერესების ეფექტური დაცვაა საჭირო. ამ თემაზე პოლონეთის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიმართვაში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს არის დიდი კამათი ევროკავშირის სამომავლო ფორმასთან დაკავშირებით.
„ევროკავშირში ჩვენი ყოფნის 20 წელი დიდი წარმატებაა თითოეული ჩვენგანისთვის. პოლონეთი და ევროკავშირი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან. ჩვენი მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვუპასუხებთ მათ. ევროკავშირში ყოფნისას ჩვენ შეგვიძლია გავლენის მოხდენა და ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა. ჩვენს ხმას აქვს მნიშვნელობა. ამიტომ ევროკავშირში ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა პოლონური საკითხებისთვის.
არსებობს ფედერალიზაციის შემაშფოთებელი ტენდენციები და საუბარია ხელშეკრულებებში ცვლილებებზე, რომლებიც შეზღუდავს წევრი ქვეყნების სუვერენიტეტს. ჩვენი ყოფნა ევროკავშირში არის პოლონეთის არსებობის საფუძველი, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალი ერების ევროპას, სამშობლოების ევროპას“, - განაცხადა დუდამ.
0
0