
ევროკავშირს შეიძლება, აშშ-სთან შეხედულებებში უთანხმოება ჰქონდეს, მაგრამ შეერთებული შტატები ყოველთვის დარჩება ევროკავშირის მოკავშირედ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
„შეერთებული შტატები უკვე 80 წელზე მეტია, ჩვენი უახლოესი მოკავშირეა. პრობლემების წინაშე აშშ და ევროპა ყოველთვის ერთად უფრო ძლიერები იყვნენ. დიახ, არსებობს განსხვავებები, ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული შეხედულებები ზოგიერთ საკითხზე, მაგრამ თუ შეხედავთ საერთო ინტერესებს, რომლებიც გვაქვს, ისინი ყოველთვის აღემატება ჩვენს უთანხმოებას. ჩვენ გვექნება უთანხმოებები. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ისინი, უნდა ვიპოვოთ საერთო გზები“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოკავშირეობა ნიშნავს იმას,რომ ყველამ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები.
0
0