20/05/2025
22:01

ევროკავშირმა სირიის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები მოხსნა. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა.
„დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სირიის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მოხსნის შესახებ. ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ სირიელ ხალხს ახალი, ინკლუზიური და მშვიდობიანი სირიის აშენებაში. ევროკავშირი ყოველთვის იდგა სირიელების გვერდით ბოლო 14 წლის განმავლობაში და ასე გაგრძელდება მომავალშიც“, – წერს კალასი.
მანამდე ევროკავშირმა შეამსუბუქა ენერგეტიკასთან, ტრანსპორტთან და რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული სანქციები, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა მიიჩნევდა, რომ ეს ზომები არასაკმარისი იყო სირიის პოლიტიკური გარდაქმნისა და ეკონომიკური აღდგენის მხარდასაჭერად.
0
0